ყოფილი ფეხბურთელის, ჟერემი ალიადიერის განცხადებით, კილიან მბაპეს ოქროს ბურთის მოგების შანსი აღარ აქვს.
მადრიდის რეალის გალაკტიკომ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალის ნახევარფინალში 8 გოლი კი გაიტანა, თუმცა ესპანეთთან მარცხმა და საკლუბო დონეზე უტიტულო სეზონმა მისი ოცნებები დაასამარა.
ოქროს ბურთის მოგების დაუწერელი კანონია ჩემპიონთა ლიგის ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რაც მბაპემ ვერ შეძლო. ამ ფონზე, მთავარი ფავორიტი კვლავ ლეო მესია. 39 წლის არგენტინელმა ინტერ მაიამიში MLS-ის თასი და სეზონის MVP-ის ჯილდო უკვე მოიგო, ნაკრებში კი 8 გოლით გუნდი ზედიზედ მეორე მუნდიალის ფინალში გაიყვანა.
ყოფილი ფეხბურთელი კლებერსონიც მიიჩნევს, რომ მესის მეცხრე ოქროს ბურთის მოგების 100-პროცენტიანი შანსი აქვს:
არგენტინას მესისთან ერთად ყოველთვის მეტი შანსი აქვს, რადგან პარტნიორები მისთვის თავს წირავენ. კრიშტიანუ რონალდოს ნაკრებში ეს ფუფუნება არ ჰქონია
სანამ მბაპე ინგლისთან მესამე ადგილისთვის მატჩისთვის ემზადება, მესი კვირას ესპანეთთან ფინალში მორიგი ოქროს ბურთის განაღდებას შეეცდება.