აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-ჯერსიში გამართულ მუნდიალის ფინალს დაესწრება და გამარჯვებულ გუნდს მთავარ ჯილდოს თავად გადასცემს.
თეთრმა სახლმა პრეზიდენტის ვიზიტი უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
„მოუთმენლად ველოდებით კვირის ფინალურ მატჩს. ვიცი, რომ პრეზიდენტი გეგმავს დასწრებას. ეს იქნება იმ ტურნირის ღირსეული დასასრული, რომელმაც აჩვენა ამერიკის უნარი, უმასპინძლოს მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზულ სცენაზე“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ასევე დაადასტურა, რომ ტრამპი თასის გადაცემის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას: „ეს ყოველთვის ასე იგეგმებოდა. წარსულშიც ასე ხდებოდა, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი თასს ფიფას პრეზიდენტთან ერთად გადასცემს ხოლმე“.
ტრამპს მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს - გასულ ზაფხულს მან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასი ლონდონის ჩელსის ფეხბურთელებს გადასცა, თუმცა მაშინ სცენის დიდხანს არდატოვების გამო გულშემატკივრებისგან სტვენა დაიმსახურა.