ლივერპულის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, გრემ სუნესმა, მსოფლიო ჩემპიონატიდან ინგლისის ნაკრების გამოვარდნის შემდეგ დეკლან რაისი გააკრიტიკა.
არსენალის 27 წლის საყრდენმა ტურნირზე თითქმის ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა არგენტინასთან ნახევარფინალში ვერაფერი გააწყო და თომას ტუხელმა ის შეხვედრის მიწურულს შეცვალა.
სუნესის აზრით, რაისს ტექნიკური მრავალფეროვნება და მოედნის ხედვა აკლია, რის გამოც ის ესპანელ როდრის შეადარა.
რაისი 27 წლისაა და ის უკეთესი ვეღარ გახდება, ეს მისი მაქსიმუმია. ჩემთვის ის შეზღუდული ფეხბურთელია. ბევრი მას მსოფლიო დონის მოთამაშედ მიიჩნევს, მე კი ვფიქრობ, რომ ის უფრო ცენტრალური მცველია. მისი მონდომება და ათლეტიზმი დასაფასებელია, მაგრამ მასში ფეხბურთი ცოტაა. როცა მოედანს სწრაფად ვერ ხედავ, იძულებული ხარ ბურთი წინ ატარო, მერე გაჩერდე და პასი გვერდზე გააკეთო. როდრი კი მისი სრული საპირისპიროა - ის პასით მართავს თამაშს
ინგლისის ნაკრებს მუნდიალზე კიდევ ერთი მატჩი დარჩა, შაბათს, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისინი საფრანგეთს დაუპირისპირდებიან. ამის შემდეგ რაისი არსენალს დაუბრუნდება, სადაც პრემიერლიგის ახალი სეზონისთვის მიკელ არტეტას გუნდთან ერთად მზადებას დაიწყებს.