კილიან მბაპემ ვინისიუსთან თამაშსა და მადრიდის რეალში ყოფნით კმაყოფილებაზე ისაუბრა.
„ვინისთან დიდებული ურთიერთობა მაქვს. ნორმალურია, რომ ხალხი ჩვენზე ლაპარაკობს. თუმცა, ამ გუნდში ვინისთან ერთად თამაშის იდეით მოვედი და რეალი მის გარეშე ვერ წარმომიდგენია.
რეალსა და ფულს შორის არჩევნის გაკეთება რთული არ ყოფილა, მხოლოდ რეალის მაისურით მინდოდა სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ამიხდა.
ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ საბოლოოდ რეალში აღვმოჩნდებოდი. ბავშვობიდან ამ გუნდში თამაშზე ვოცნებობდი და ვიცოდი, რომ ეს ოცნება ახდებოდა.
რასიზმი მხოლოდ ფეხბურთის კი არა, ზოგადი პრობლემაა. თუმცა, მხოლოდ საუბარი არაფერს შველის, მოქმედებაზეც უნდა გადავიდეთ. ფეხბურთელები ერთმანეთს გვერდში იმაზე მეტად ვუდგავართ, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რადგან ყველაფერი ძალიან რთულადაა.
რეალის ფანი ზიდანის გამო გავხდი. შემდეგ კრიშტიანუ მოვიდა, ჩემი სხვა კუმირი. ამ გუნდის ყველა თამაშს ვუყურებდი, ჯერ როგორც ბავშვი, შემდეგ კი, როგორც ფეხბურთელიც.
გოლებზე მნიშვნელოვანი გამარჯვებებია და მინდა, ამ გუნდთან ერთად ყველაფერი მოვიგო.
დედაჩემი ჩემი აგენტი არ არის, ის დედაჩემია და ჩემთვის საუკეთესო უნდა. თუმცა, ის ყოველთვის მეუბნება: შენ რა გინდა, შვილო? მე სულ შენს გვერდით ვიქნები." - აღნიშნა ფრანგმა.