სესკ ფაბრეგასი არ ფიქრობს, რომ არსენალს რეალთან დაპირისპირებაში საქმე უკვე მოგვარებული აქვს.
პირველ მატჩში მეთოფეებმა 3:0 მოიგეს, საპასუხო თამაში ბერნაბეუზე დღეს 23:00-ზე გაიმართება.
„ვისურვებდი თქმას, რომ ეს გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ რეალი რეალია.
ბერნაბეუზე ბევრჯერ მაქვს ნათამაშები და შემიძლია ვთქვა, რომ მათ იქ ყველაფერი შეუძლიათ. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ უპირატესობა უზარმაზარია." - აღნიშნა ფაბრეგასმა.