სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
14 აგვისტოს ვარშავაში უეფას სუპერ თასი გაიმართება, სადაც ერთანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული რეალი და ევროპა ლიგის გამარჯვებული ატალანტა დაუპირისპირდებიან.
კარლო ანჩელოტიმ შეხვედრისთვის მადრიდელთა შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები - კურტუა, ლუნინი, ფრანი
მცველები - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, ვასკესი, ვალიეხო, ფრან გარსია, რუდიგერი, მენდი, რამონი
ნახევარმცველები - ბელინგემი, კამავინგა, ვალვერდე, მოდრიჩი, ჩუამენი, გიულერი, სებალიოსი
თავდამსხმელები - ვინისიუსი, მბაპე, როდრიგო, ენდრიკი, ბრაჰიმი
იტალიელ სპეციალისტს ტრავმის მიუხედავად პოლონეთში დავიდ ალაბაც მიჰყავს, რათა ავსტრიელი ტიტულის მოგების შემთხვევაში გუნდთან ერთად იყოს.
დიდი ალბათობით, ატალანტასთან მატჩში შედგება კილიან მბაპეს დებიუტი მადრიდის რეალის შემადგენლობაში.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები