ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

კვარა ბაიერნთან, მამარდა რეალთან - ქართველებს დიდი გამოცდა ელით
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

კვარა ბაიერნთან, მამარდა რეალთან - ქართველებს დიდი გამოცდა ელით

03 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის პირველ სათამაშო დღეს საინტერესო მატჩები გველის.


ტური ორი ადრეული თამაშით გაიხსნება. ნაპოლი საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის აინტრახტს მიიღებს, პრაღის სლავია კი არსენალს უმასპინძლებს.


ნაპოლის და აინტრახტს სამი ტურის შემდეგ 3-3 ქულა აქვთ. გერმანელებმა პირველ ტურში გალათასარაი გაანადგურეს 5-1, ნაპოლიმ კი მეორე ტურში სპორტინგს მოუგო 2-1.


რაც შეეხება არსენალს, არტეტას გუნდი 3 ტურის შემდეგ უდანაკარგოა და 9 ქულით ლიგის ფაზის ერთ-ერთი ლიდერია, ლონდონელებმა ატლეტიკი, ოლიმპიაკოსი და ატლეტიკო დააამარცხეს, ჯამში 8 გოლი გაიტანეს და თავად გოლი არ გაუშვიათ. პრაღელებს კი 2 ქულა აქვთ.


პარალელურად გაიმართება ტურის და ალბათ მთლიანად ლიგის ფაზის ცენტრალური მატჩები. ლივერპული ენფილდზე მადრიდის რეალს მიიღებს, გიორგი მამარდაშვილს კი მორიგი დიდი გამოცდა ელის.


არსენალის მსგავსად რეალიც უდანაკარგოა და 3 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს. ალონსოს გუნდმა მარსელი, კაირათი და იუვენტუსი დაამარცხა. ლივერპულს კი 6 ქულა აქვს, სლოტის შეგირდებმა პირველ ტურში ატლეტიკოს 3-2 მოუგეს, მესამე ტურში კი აინტრახტი გაანადგურეს 1-5.


გიორგი მამარდაშვილმა პრემიერ ლიგის გასულ ტურში ასტონ ვილასთან კარი მშრალად შეინახა (2-0), რაც რეალთან მატჩის წინ მნიშვნელოვანი იყო.


სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)


ლივერპული - მამარდაშვილი; ბრედლი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი; გრავენბერხი, მაკ ალისტერი; სალაჰი, ვირცი, გაკპო; ეკიტიკე


რეალი - კურტუა; ალექსანდერ-არნოლდი, ედერ მილიტაო, ჰაუსენი, კარერასი; ვალვერდე, ჩუამენი; არდა გიულერი, ბელინგემი, ვინისიუს ჟუნიორი; მბაპე


პარიზში ლიგის ფაზის ორი ლიდერის, პარი სენ-ჟერმენისა და ბაიერნის დაპირისპირება შედგება.


ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულებმა საწყის ტურებში ატალანტა, ბარსელონა და ლევერკუზენი დაამარცხეს, ბაიერნმა კი ჩელსის, პაფოსსა და ბრიუგეს აჯობა.


ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ლიგის მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, ქართველმა ლიგა 1-ის გასულ ტურშიც ბრწყინვალედ ითამაშა და ნიცასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. გონსალუ რამოშმა ბოლო წუთზე სწორედ ქართველის თავური პასის შემდეგ გაიტანა გამარჯვების გოლი.


სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)


პსჟ - შევალიე; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, ჟოაო ნევეში; კვარაცხელია, მაიულუ, ბარკოლა


ბაიერნი - ნოიერი; სტანიშიჩი; ტა, უპამეკანო, ლაიმერი; კიმიხი, პავლოვიჩი; ოლისე, გნაბრი, ლუის დიასი; კეინი


პარალელურად კიდევ ერთი ქართველის გუნდის თამაში გაიმართება, გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი ტურინს ესტუმრება და იუვენტუსს დაუპირისპირდება.


სპორტინგს 3 ტურში 6 ქულა აქვს. ლისაბონელებმა პირველ მატჩში კაირათი დაამარცხეს 4-1, სადაც ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე პასიც მიითვალა, გასულ ტურში კი მათ მარსელს აჯობეს 2-1.


თავის მხრივ იუვენტუსს მხოლოდ 2 ქულა აქვს. მეორე ტურში ტურინელებს გიორგი მიქაუტაძემაც გაუტანა გოლი, ვილიარეალთან მატჩი კი 2-2 დასრულდა.


21:45 


ნაპოლი - აინტრახტი

სლავია - არსენალი


00:00


ატლეტიკო - როიალ უნიონი

ბოდო/გლიმტი - მონაკო

იუვენტუსი - სპორტინგი

ლივერპული - რეალი

ოლიმპიაკოსი - პსვ

პსჟ - ბაიერნი

ტოტენჰემი - კოპენჰაგენი

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
გიორგი მამარდაშვილი
ლივერპული
პსჟ
რეალი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კან-ინ ლის ბრწყინვალე შედეგი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კან-ინ ლის ბრწყინვალე შედეგი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ფასდაუდებელია", - ბაიერნის პასუხი პსჟ-ს ინტერესზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ფასდაუდებელია", - ბაიერნის პასუხი პსჟ-ს ინტერესზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონამ სასამართლოში პერესის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონამ სასამართლოში პერესის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოდრიჩის კარიერის დასასრული ახლოვდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოდრიჩის კარიერის დასასრული ახლოვდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

კან-ინ ლის ბრწყინვალე შედეგი

News image

13 სთ წინ

„ფასდაუდებელია", - ბაიერნის პასუხი პსჟ-ს ინტერესზე

News image

8 სთ წინ

ბარსელონამ სასამართლოში პერესის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

News image

16 წთ წინ

მოდრიჩის კარიერის დასასრული ახლოვდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება