მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საფრანგეთმა სენეგალი 3:1 დაამარცხა.
დუბლით თავი კილიან მბაპემ გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი პსჟ-ს შემტევმა, ბრედლი ბარკოლამ გაიტანა.
კილიანმა ამ გოლებით ოლივიე ჟირუს გადაასწრო და საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 58 გოლით.
გარდა ამისა, ამ დუბლით მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობა 14-მდე გაზარდა და ისეთ ფეხბურთელებს გადაუსწრო, როგორებიც პელე, ლეო მესი და ჯუსტ ფონტენი არიან. ახლა მის წინ მხოლოდ ბრაზილიელი რონალდო და მიროსლავ კლოზე არიან.
რონალდოს გადასასწრებად ფრანგს ორი გოლი სჭირდება, კლოზესი კი - სამი.
შემდეგ ტურში საფრანგეთი ერაყის ნაკრებს დაუპირისპირდება, სენეგალი კი - ნორვეგიას.