სენეგალთან 3:1 მოგებულ მატჩში კილიან მბაპემ თავი დუბლით გამოიჩინა.
წარმოგიდგენთ რეკორდებს, რომლებიც ფრანგმა ამ ორი გოლით მოხსნა.
გადაუსწრო ოლივიე ჟირუს და 58 გოლით გახდა საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
გაიტანა მე-14 გოლი მუნდიალზე და გახდა საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მსოფლიო ჩემპიონატებზე. აქამდე, ამ წოდებას 13 გოლით ჯუსტ ფონტენი ინარჩუნებდა.
გადაუსწრო მსოფლიოზე გატანილი გოლებით ფონტენს, პელეს, ლეო მესის და გაუტოლდა გერდ მიულერს.
სულ რაღაც 1 გოლი აშორებს რონალდოს, 2 კი - კლოზეს რეკორდის გასამეორებლად, რომელიც მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.