საფეხბურთო ინტელექტუალურ თამაშში "მე-12 მოთამაშე" მე-16 ჩემპიონატი გაიმართა, რომელმაც ახალი ჩემპიონი გამოავლინა.
3-ჯერ ვიცე-ჩემპიონობისა და ერთხელ მესამე ადგილის შემდეგ, ჩემპიონი “13 მაისი” გახდა. ჩემპიონებმა დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავეს სარეკორდო 23 გუნდს შორის.
მე-2 ადგილზე "ბლაუგრანა" გავიდა, რომელიც ამ თამაშის გრანდი და ყველაზე ტიტულოვანი გუნდია.
მე-3 ადგილი კი "ბადე სპორტმა" დაიკავა - გუნდი, რომელიც სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს, ამჯერად კი საპრიზო სამეულში შევიდა და პირველი თასი მოიპოვა.
გთავაზობთ მე-16 ჩემპიონატის სრულ სატურნირო ცხრილს:

მიმდინარე სეზონში, ანუ 3 ჩემპიონატის ჯამში საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
1. 13 მაისი - 160 ქულა
2. იუვენტინო - 143 ქულა
3. კაიზერსლაუტერნი - 139 ქულა
4. პირველი მერცხალი - 139 ქულა
5. მილანი 1899+ - 133 ქულა