2025 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების პირველ მატჩში პოლონეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მაისურაძე დასახელდა.
საქართველომ მეტოქე 2-1 დაამარცხა, ჩვენი მხრიდან გოლები ნოდარ ლომინაძემ და ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანეს, ბოლო წუთზე კი გამარჯვების გოლის დროს საგოლე გადაცემა სწორედ მაისურაძემ გააკეთა.
რამაზ სვანაძის გუნდი პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს 3 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. პორტუგალიამ და საფრანგეთმა ერთმანეთში უგოლო ფრე ითამაშეს.
VIDEO: გორდეზიანის გამარჯვების გოლი პოლონეთთან