იტალიის საკალათბურთო ლიგის (LEGA A) ფინალურ სერიაში ვირტუს ბოლონიასა და ბრეშას პირველი მატჩი შედგა, რომელიც ვირტუსის გამარჯვებით 90-87 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს თორნიკე შენგელიამ ულიდერა, რომელმაც 29 წუთში 29 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 14-დან 12 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, თავის გუნდს კი სერიის პირველი მატჩი მოაგებინა.
შენგელიამ იტალიის ჩემპიონატში ერთ მატჩში დაგროვებული ქულებით თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა.
გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 14 ივნისს გაიმართება, სერია 3 მოგებამდეა.