უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს სახელით -60 კგ. წონით კატეგორიაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი წარსდგა.
ქართველმა პირველ შეხვედრაში ანგოლელი ლეონარდო ბარიოსი იპონით დაამარცხა, 1/8 ფინალში კი გიორგი უნგრელ მარტონ ანდრასის დაუპირისპირდა, რომელთანაც 4 წუთის ამოწურვამდე 3 წამით ადრე ილეთი გაუშვა, რომელიც მსაჯებმა იუკოდ შეაფასეს.
ასე და ამგვარად, -60 კგ. წონას ახალი მსოფლიო ჩემპიონი ეყოლება.
ტურნირის მეორე დღეს საქართველოს -66 კგ. კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი წარადგენს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის