საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩში, ჟილინაში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება .
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნაკრების შემტევმა, ლაშა ოდიშარიამ მედიასთან ისაუბრა.
"ევროპის ჩემპიონატზე, ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში დიდი პრივილეგია და მოტივაციაა. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ გავდივართ მოედანზე. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.
მიუხედავად გარკვეული დანაკლისისა, მეტოქეს მაინც ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს. ეს გამოწვევაა ჩვენთვის. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის კარგია ასეთი მაღალი დონის მეტოქის წინააღმდეგ თამაში". - ოდიშარიას სიტყვებს ნაკრების გვერდი ავრცელებს.
საფრანგეთი - საქართველოს მატჩი 14 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
სვანაძე: "ისეთი მეტოქე გვყავს, რომ ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება"