2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი 2-1 დაამარცხა.
ჩვენი გუნდის მხრიდან ჩემპიონატის პირველი გოლი ნოდარ ლომინაძემ გაიტანა, გამარჯვების გოლი კი ვასილიოს გორდეზიანის ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ ლომინაძეს 21-წლამდე ნაკრებში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 4 გოლი დაუგროვდა და თანაც ოთხივე გოლი ძალიან მნიშვნელოვანი.
პირველი გოლი ნოდარმა ევრო 2025-ის შესარჩევ ციკლში შვედეთის ნაკრებს გაუტანა. ქართველმა ნახევარმცველმა გასვლით შეხვედრაში ანგარიში გახსნა, ის თამაში სვანაძის გუნდმა ბრძოლაში 3-2 დათმო.
მეორე გოლი ლომინაძემ შესარჩევი ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან მიითვალა, სადაც ქართველებმა 2-1 სწორედ ნოდარის გოლით იმარჯვეს. ამ 3 ქულით ჩვენმა გუნდმა პლეიოფის საგზური მოიპოვა, სადაც ნახევარმცველმა კვლავ გამოიჩინა თავი.
პლეიოფში ჩვენი მეტოქე ხორვატიის ნაკრები იყო. გასვლით მატჩში ლომინაძემ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და 78-ე წუთზე ანგარიში 2-2 გახადა, ძირითადი დროის ბოლოს ჩვენებმა გოლი გაუშვეს და თამაში საბოლოოდ პენალტების სერიამდე მივიდა.
თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველმა საოცარი გამბედაობა და კლასი გამოაჩინა და პენალტი პანენკას სტილში წარმატებით შეასრულა, საქართველომ კი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
U21 ნაკრებში მე-4 გოლი კი ნოდარმა სწორედ ევრო 2025-ზე მიითვალა, თანაც მან გუნდის ანგარიშიც გახსნა წლევანდელ გათამაშებაში. ლომინაძემ პოლონეთთან შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა, დაზიანებაც მიიღო, თუმცა ის საფრანგეთთან მომდევნო შეხვედრაში თამაშს შეძლებს (14 ივნისი).
U21 ევროზე, პანენკაზე, ნაკრების მიზანზე - ექსკლუზიური ინტერვიუ ნოდარ ლომინაძესთან
VIDEO: საქართველოს პირველი გოლი ევრო 2025-ზე ლომინაძემ გაიტანა!