ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ" - სვანაძე პოლონეთთან მატჩის შემდეგ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ" - სვანაძე პოლონეთთან მატჩის შემდეგ

12 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა პირველი ტურის შეხვედრაში პოლონეთის ნაკრები 2-1 დაამარცხა. 

მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ამ დროისთვის ლომინაძის ტრავმა სერიოზული არ ჩანს. იყო მცირე პრობლემა, რომელიც მოსალოდნელი იყო, რადგან მას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პაუზა ჰქონდა. 

ჩვენთვის მთავარია რაც შეიძლება სწრაფად, მოკლე დროში მოხდეს ძალების აღდგენა. დღევანდელმა თამაშმა დიდი ენერგია წაგვართვა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ძალიან დიდი ხნის შემდეგ, დიდი დატვირთვით ითამაშეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ძალები რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინოთ.  

არ შეიძლება არ გამოვყო საბა საზონოვის თამაში, რადგან ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ითამაშა 90 წუთი. ითამაშა მაშინ, როდესაც მისთვის არ შეიძლებოდა ასეთი დატვირთვა და ეს ძალიან დასაფასებელია. 

პოლონეთის ნაკრებისგან რასაც ველოდით, სწორედ ის ვნახეთ. ეს იყო სწრაფი, აგრესიული, სტანდარტულებზე კარგად მოთამაშე გუნდი. თამაშს ვაკონტროლებდით. იყო მცირე მონაკვეთი გაშვებული გოლის შემდეგ, როდესაც თამაშის სადავეები ხელიდან გავუშვით. თუმცა, კარგია, რომ ეს მცირე დროით მოხდა. საერთო ჯამში, მადლობელი ვარ ფეხბურთელების, რადგან თითოეული დავალება ზედმიწევნით შეასრულეს". - სვანაძის სიტყვებს ნაკრების გვერდი ავრცელებს.

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 14 ივნისს, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ჟილინაში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

VIDEO: გორდეზიანის გამარჯვების გოლი პოლონეთთან

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
საქართველო
რამაზ სვანაძე
ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ეროვნული ლიგიდან დანიის სუპერლიგაში - დილამ ერთ-ერთი ლიდერი გაყიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეროვნული ლიგიდან დანიის სუპერლიგაში - დილამ ერთ-ერთი ლიდერი გაყიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრივის ევრო - 4 ბრინჯაო ავიღეთ და წინ ფინალია

•ქართული

ქართული

კრივის ევრო - 4 ბრინჯაო ავიღეთ და წინ ფინალია
•ქართული

ქართული

არის ფინალი! - ალექსანდრე ბალაძე ევროპის ჩემპიონობისთვის იჩხუბებს

•ქართული

ქართული

არის ფინალი! - ალექსანდრე ბალაძე ევროპის ჩემპიონობისთვის იჩხუბებს
•ქართული

ქართული

შეთანხმებას მიაღწიეს - ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი შემტევი დინამო თბილისში გადადის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმებას მიაღწიეს - ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი შემტევი დინამო თბილისში გადადის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

ეროვნული ლიგიდან დანიის სუპერლიგაში - დილამ ერთ-ერთი ლიდერი გაყიდა

News image

6 სთ წინ

კომენტარები