-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც ზემოთ გითხარით, შვეიცარიის ნაკრებმა მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლა 72 წლის შემდეგ პირველად შეძლო - ბოლოს წითელმა ჯვრებმა მსოფლიო თასის ამ სტადიაზე 1954 წელს, შინ გამართულ მუნდიალზე იასპარეზეს. შვეიცარიელები ავსტრიასთან 7:5 დამარცხდნენ - ლოზანაში გამართული მატჩი დღემდე ყველაზე შედეგიანი დაპირისპირებაა მუნდიალების ისტორიაში.
ენცო ფერნანდესის მიერ ეგვიპტის კარში გატანილი გამარჯვების გოლი 3000-ე გოლია მუნდიალების ისტორიაში. ასევე არგენტინელის გოლი მე-10 გამარჯვების მომტანი გოლი იყო მიმდინარე მუნდიალზე, რომელიც 90+ წუთზე გავიდა - რაც მუნდიალის რეკორდია.
არგენტინა - ეგვიპტისგან განსხვავებით, შვეიცარიისა და კოლუმბიის დაპირისპირება საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა - მატჩის ძირითადი დროის ბოლოს მოსალოდნელი გოლების რაოდენობა 0.7-ის ტოლი იყო, რაც მიმდინარე მუნდიალის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შვეიცარიელებმა ბოლოს კარში მატჩის 32-ე წუთზე დააარყეს - სულ 132 წუთში კი მხოლოდ ორჯერ.
თავის მხრივ კოლუმბიელებმა ბოლო 79 დარტყმიდან მხოლოდ 2-ის გატანა მოახერხეს. ლოს კაფატეროსმა უზბეკეთის წინააღმდეგ 15 დარტყმიდან 3-ჯერ გაიტანა, შემდეგ ოთხ მატჩში 79 მცდელობის მიუხედავად კი მხოლოდ 2-ჯერ.
არგენტინის ნაკრები ეგვიპტესთან 78-ე წუთამდე ორი ბურთით მარცხდებოდა - ალბისელესტეს შემოტრიალებული მატჩი ყველაზე გვიანი ქამბექია მუნდიალების ისტორიაში, რომელშიც გუნდმა ორბურთიანი ჩამორჩენა დამატებითი დროის გარეშე აღმოფხვრა. ოპტას მონაცემებით, რომეროს გოლამდე არგენტინელთა ძირითად დროში გამარჯვების შანსი 0.6%-ით ფასდებოდა.
ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მსოფლიო თასზე ორი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა (პენატლების სერიის გამოკლებით). არგენტინელს მუნდიალებზე უკვე ოთხი გაფუჭებული პენალტი უგროვდება, რაც ასევე ანტირეკორდია.
მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალის ზედიზედ ექვს საპლეიოფო მატჩში გაიტანა. ასევე არგენტინელმა 8 გოლის გატანა მუნდიალის პირველ 5 მატჩში შეძლო, რაც 1970 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია - მექსიკაში გამართულ მსოფლიო თასზე გერდ მიულერმა 5 თამაშში 10 გოლის გატანა მოახერხა. ( ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი, მეოთხედფინალი და ნახევარფინალი).
არგენტინელთა კაპიტანი გახდა მეორე ფეხბურთელი მსოფლიო თასების ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში გაიტანა, 5+ წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და ღია თამაშიდან 5+ საგოლე შანსი შექმნა - პირველმა ეს 1986 წელს დიეგო მარადონამ გააკეთა ბელგიის წინააღმდეგ.
მესიმ მიმდინარე მუნდიალზე მე-8 გოლი გაიტანა, რითაც 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელების ერთ მუნდიალზე ნაჩვენები საკუთარი შედეგი გააუმჯობესა - 2022 წელს ლეომ 7 გოლის გატანა მოახერხა. მუნდიალების ისტორიაში 38 წელს გადაცილებული ფეხბურთელების გოლების 47% სწორედ არგენტინელზე მოდის - 8/17.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

