რუბენ ამორიმი ამტკიცებს, რომ მანჩესტერ იუნაიტედში ის უბრალოდ მთავარი მწვრთნელი კი არა, მენეჯერია.
„აქ მოვედი იმისთვის, რომ მანჩესტერ იუნაიტედის მენეჯერი ვიყო და არა უბრალოდ მწვრთნელი. ეს სრულიად ნათელია.
ვიცი, ჩემი გვარი არ არის ტუხელი, არც კონტე და არც მოურინიო, მაგრამ მე ვარ მანჩესტერ იუნაიტედის მენეჯერი და ასე იქნება კიდევ 18 თვის განმავლობაში ან იქამდე, სანამ ხელმძღვანელობა ცვლილებას არ გადაწყვეტს.
ზუსტად ამაზე ვლაპარაკობდი პარასკევს და ამ თემას აქ ვხურავ. მე არ მივდივარ. ჩემს საქმეს გავაგრძელებ იქამდე, სანამ ჩემს ადგილას სხვა ადამიანი არ მოვა“, — განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ლიდსთან გუშინდელ მატჩში გუნდმა მორიგი ფრე ითამაშა — ბოლო 5 მატჩში იუნაიტედს 3 ფრე, 1 მოგება და 1 მარცხი აქვს.