• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
,,მე, პელეს ნათლია!" - როგორ შეხვდა კახი კავსაძე პელეს?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

,,მე, პელეს ნათლია!" - როგორ შეხვდა კახი კავსაძე პელეს?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

„მე, პელეს ნათლია!“ 1991 წელს მიხეილ ჭიაურელი უმცროსის გადაღებული ფილმია.


ფილმის გმირი რიგითი საბჭოთა ინკასატორია, რომელიც ყოველდღე დადის სამსახურში, ხელფასი არ ჰყოფნის, მაცივარი გაფუჭებული აქვს, ტელევიზორი ხან უჩვენებს, ხან - არა… და აი, ამ ნაცრისფერი ცხოვრების გასაფერადებლად ვარდისფერ ისტორიებს იგონებს, რომ თითქოს პელეს ნათლიაა…


ფილმში მთავარ როლს ლეგენდარული კახი კავსაძე ასრულებს.


მიხეილ ჭიაურელი ფილმის გადაღების პერიპეტიებს ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს:


,,იაშინის იუბილეზე მოსკოვში ჩავედით, ბეკენბაუერი და ბობი ჩარლტონი უნდა გვენახა, პელეც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ არ ჩამოვიდა. ფილმში ჩარლტონს ეკითხება კახი, ჩვენებური მალამო რომ გამოგიგზავნე მუხლზე წასასმელად, ხომ მოგიხდაო? თან მუხლზე იდებს ხელს. ისიც, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საუბარს ვერ ხვდება, მადლობას უხდის. 


ყველაფერი ექსპრომტად ხდებოდა. ფეხდაფეხ დავდევდით პელეს და ფილმიც იქმნებოდა. 1989 წელს რიო-დე-ჟანეიროში კარნავალის დროს ჩავფრინდით. შესასვლელი ბილეთი არ გვქონდა. კახიმ დაიჩივლა, ენა მაინც ვიცოდეთ, რომ ვინმეს რამე გავაგებინოთო. ამის თქმა იყო და, გვერდით უცნობმა მამაკაცმა მოთქმა დაიწყო, ვახ, ცავატანემ, ქართველები ხართო? ავლაბრელ-სანფრანცისკოელი სომეხი აღმოჩნდა. მთელი დღე არ მოგვშორებია. 


ერთ დღეს გარინჩას სოფელში ჩავედით, რომ მისი საფლავი გვენახა. გარინჩას დამ წაგვიყვანა ძმის საფლავზე, რომელიც ძალიან მოუვლელი დაგვხვდა, გავწმინდეთ და ჩვენმა მხატვარმა საფლავის ქვიდან წაშლილი ასოები აღადგინა. შემდეგ გარინჩას დამ შინ დაგვპატიჟა და გზად სოფლის ცენტრში უამრავი ადამიანი დაგვხვდა ტრანსპარანტებით, გაუმარჯოს რუსეთსო. ავუხსენით, რომ რუსები კი არა, ქართველები ვიყავით და იმათაც, "გაუმარჯოს ჯორჯიას" ძახილით მიგვაცილეს გარინჩას დის სახლამდე. 


კარნავალის გადაღება აკრედიტაციისა და ნებართვის გარეშე გვეკრძალებოდა. სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი ქერათმიანი გოგო აკონტროლებდა ყველაფერს, რუსულად ვუთხარი კომპლიმენტი და უცებ რუსულადვე გამომელაპარაკა. ბრაზილიელი ვარ, მაგრამ ლომონოსოვის უნივერსიტეტი დავამთავრე, თქვენ საიდან ხართო? ვიფიქრე, საიდან ეცოდინება საქართველო-მეთქი, მაგრამ შევცდი, ქართველების მეგობარი აღმოჩნდა. პელეს გადაღება გვინდა-მეთქი რომ ვუთხარი, ერთი კაცი გაგვაცნო, ჰელიო, ბიზნესში პელეს ასისტენტი, შეგვპირდა, პელეს 50 წლის იუბილე ექნება მილანში და თუ ჩამოხვალთ, მასთან შეხვედრაში დაგეხმარებითო.


პელემ ფილმის შესახებ არ იცოდა. იმ პერიოდში ისეთი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, მისი გადაღება რომ მოგენდომებინა, 100 ათასი დოლარი მაინც უნდა გადაგეხადა. ასე რომ, ჩვენი მიზნის გამჟღავნება არ შეიძლებოდა. 


კახი ეუბნებოდა, ოპერის მომღერალი ვარ, მიღებენ, შენი ფანი ვარ და მამაშენსაც ვიცნობდიო. ისე ჩანდა, თითქოს საოჯახოდ სამახსოვრო ფოტოებს ვიღებდით და არა ფილმს. დღემდე არ იცის პელემ, საქართველოში ნათლია რომ ჰყავს.


შეხვედრისთვის რომში ნაბადი და ხანჯალი წავიღეთ, გადავწყვიტეთ, გვეხსენებინა მიშა მესხი და სლავა მეტრეველი. ეს ორი გვარი პელეს ახსოვდა, იმიტომ, რომ ორივემ შესანიშნავად ითამაშა მარაკანას სტადიონზე. 


კახიმ ჯერ ნაბადი მოახურა, შემდეგ ხანჯლის გადაცემისას მამამისი, დონ დიონიო უხსენა და პელე სახტად დარჩა, იმიტომ, რომ დონ დიონიო მეტსახელია. იუბილე მილანში სან-სიროს სტადიონზე იმართებოდა. იტალიელი მეგობრის, ენცოს წყალობით შეგვიშვეს სტადიონის გასახდელთან.


პელეს ლოდინში ყაბალახმოსხმული კახი "ფიფა, ფიფას" გაიძახოდა. გასასვლელთან მინსკის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე სერგეი ალეინიკოვმა, რომელიც იტალიის "იუვენტუსში" თამაშობდა, კახი იცნო და მივიდა, როგორ ხართ, ტავარიშ "აბდულაო. როცა გადაეხვივნენ, ყველა დარწმუნდა, "ფიფა, ფიფას" რომ გაიძახის, ალბათ, დიდი ფიგურაა, ალენიკოვი დიდი პატივით რომ ეპყრობაო. 


პელეს იუბილე პირდაპირ ეთერში გადიოდა და საფრანგეთში ჩვენმა ნაცნობმა ქართველებმა დაგვინახეს - მე და კახი სტადიონზე დავდივართ პელესთან ერთად. იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ დანაძლევებულან, ესენი იქ როგორ მოხვდებოდნენ, ალბათ, მივამსგავსეთო.



მიხეილ ჭიაურელი თავის წიგნში “ჩემი ცხოვრების აბლაბუდაში” წერს:


- რა ვქნათ? - დაიწუწუნა კახიმ, - აკრედიტაცია რომ არ გვაქვს?

- რაო? - ვცადე კახის გამხნევება, - რომელ აკრედიტაციაზე მელაპარაკები? შენ თვითონ ხარ აკრედიტაცია! იცი რა ელეგანტური ხარ ამ კოსტიუმში და ჟილეტში?


საიდანღაც ხმაური მოისმა. ამ ხმებს გავყევით და ბედად, იმ გვირაბთან აღმოვჩნდით, საიდანაც ფეხბურთელები მოედანზე გადიან.


- კახი, მოდი აქ! - თან, ცალი ხელით კადრებს ვიღებ - აი, აქ დადექი და კორესპონდენტებს უთხარი, რომ პელეს არ მიესიონ, წესრიგი დაიცვან. დაიწყე… ვიღებ!


როგორც იქნა დავითანხმე. კახიმ ქართულად მიმართა რეპორტიორებს:


- ახლა პელე რომ გამოვა, არ მიესიოთ, ღელავს და ანგარიში გაუწიეთ.

- კახი, - ისევ დავუძახე, - ახლა კი მიდი და ის ორი ფორმიანი რომ დგას გამოსასვლელთან, გვერდზე გაწიე. უთხარი, რომ დანარჩენს შენ უხელმძღვანელებ. კვლავ გაჭირდა კახის დათანხმება. იტალიელი ორგანიზატორები ვერაფერს ხვდებოდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, ვინ არის ეს კაცი ასე რომ მბრძანებლობსო. მალე მაღალჩინოსანი ოფიცერი მოვიდა და… ორ წამში კახის ხელი ჩამოართვა.

- კახი, რა უთხარი ასეთი?

- ერთი სიტყვა ვთქვი - ფიფა! ეს იყო და ეს.


და აი, ამ დროს კახისთან მინსკის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი სერგეი ალეინიკოვი მივარდა და თვალებგაბრწყინებულმა ჰკითხა, როგორ ბრძანდებით ამხანაგო აბდულა (იცნო ფილმიდან „უდაბნოს თეთრი მზე“). ამ შეკითხვამ კახი ერთიანად შეცვალა, გასაჩერებელი გახდა! ჯერ ხომ პელეს შეჰყვა მოედანზე, მერე კორესპონდენტებს ყრიდა აქეთ-იქეთ… პელეს რომ გაუსწორდა, დავუძახე:


- მიდი პელესთან და უთხარი, რომ მუხლი არ დაძაბოს!


კახიმაც დრო იხელთა, მივარდა პელეს, რაღაც უთხრა, გადაეხვია და ხელი ჩამოართვა.


- აბა, შენ იცი პელე… მე იქ ვიქნები, ბეკენბაუერთან – შეაგულიანა კახიმ „ნათლული“.


სწორედ ამ დროს სარბენ ბილიკზე იდგნენ ბეკენბაუერი და არიგო საკი, ცნობილი იტალიელი მწვრთნელი.


- ჰელოუ, ფრანც! მერე საკისაც მიმართა იტალიურად: ბონჯორნო…


ასე შედგა ორი ლეგენდის, კახი კავსაძისა და პელეს, შეხვედრა მილანში, სან სიროზე.



წყაროები:


კვირის პალიტრა

ლაშა გოდუაძე

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველო
პელე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მაჭარაშვილმა RAF 06-ზე მოიგო - დვალიშვილი გამოწვევას დათანხმდა

•ქართული

ქართული

მაჭარაშვილმა RAF 06-ზე მოიგო - დვალიშვილი გამოწვევას დათანხმდა
•ქართული

ქართული

ერთადერთი მედალი ტაშკენტში - ბექაური ვერცხლის პრიზიორია

•ქართული

ქართული

ერთადერთი მედალი ტაშკენტში - ბექაური ვერცხლის პრიზიორია
•ქართული

ქართული

ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის მატჩები გადაიდო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის მატჩები გადაიდო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტაეკვონდო - უკლება ბულგარეთის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

ტაეკვონდო - უკლება ბულგარეთის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

News image

01 მარ, 2026

მაჭარაშვილმა RAF 06-ზე მოიგო - დვალიშვილი გამოწვევას დათანხმდა

News image

20 სთ წინ

ერთადერთი მედალი ტაშკენტში - ბექაური ვერცხლის პრიზიორია

News image

28 თებ, 2026

ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის მატჩები გადაიდო

News image

7 სთ წინ

ტაეკვონდო - უკლება ბულგარეთის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება