ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მეკარემ, ჩარლს პირსმა საქართველოსთან ერთა ლიგის შეხვედრის (0:1) შემდეგ ვრცლად ისაუბრა და მატჩის ყველაზე საკვანძო მომენტზე, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ შესრულებულ თერთმეტმეტრიანზე გაამახვილა ყურადღება.
პირსმა აღნიშნა, რომ პენალტის მოგერიებამდე სრულიად თავდაჯერებული იყო და მეტოქის სათამაშო სტილი წინასწარ ჰქონდა შესწავლილი:
წნეხში ვიყავი თუ არა კვარაცხელიას პენალტის დროს? არა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავუღებდი. მატჩის წინ, მეტოქე კარგად შევისწავლე და ამან შედეგი გამოიღო. საბოლოო ჯამში, ეს ხომ უბრალოდ პენალტია. ყველა მათგანი მას 11 მეტრიდან ასრულებს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ბურთთან. კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვკონცენტრირდებოდი და დარტყმა მოვიგერიე.
ჩარლს პირსმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, რამდენიმე რთული სეივი მიითვალა და გადამწყვეტ მომენტში თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.