დასტინ პორიემ The Diary Of A CEO-ს პოდკასტში 93-წუთიან ინტერვიუში პირველად ისაუბრა გულახდილად იმ ემოციურ მდგომარეობაზე, რამაც ატლანტას აეროპორტში მისი დაკავება გამოიწვია.
ყოფილმა მებრძოლმა გაამხილა, რომ მისი მამა ალკოჰოლიზმის გამო უსახლკაროა, რამაც მისი ურთიერთობები დაანგრია ოჯახთან და შვილებთან.
პორიეს თქმით, 21 ივნისს, მამის დღეს, როდესაც ის სამუშაოდ მიემგზავრებოდა, მამის მძიმე ბედზე ფიქრმა დეპრესიული მდგომარეობა გაუმძაფრა.
პორიემ აღიარა:
მე ვიცოდი, რომ ალკოჰოლი არ უნდა დამელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მენტალურად თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ მაინც დავლიე.
პორიე ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ოჯახური პრობლემებისა, ის არ ცდილობს მამაზე ან დეპრესიაზე რამის გადაბრალებას და მომხდარს სრულად საკუთარ შეცდომად მიიჩნევს.
ამჟამად მებრძოლი თერაპიის კურსს გადის, რათა ემოციურ კრიზისს გაუმკლავდეს.