დასტინ პორიემ საჯაროდ ისაუბრა თავის ბოლო დაკავებაზე და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც მას UFC-ის კოლეგებისგან, მათ შორის ჯონ ჯონსისგან მიიღო.
37 წლის მებრძოლი, რომელიც 21 ივნისს ატლანტას აეროპორტში საზოგადოებრივ ადგილას სიმთვრალის გამო დააკავეს, აცხადებს, რომ თანაგრძნობას არ ეძებს და პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე სრულად იღებს.
პორიეს თქმით, ინციდენტის მიზეზი მძიმე ემოციური ფონი გახდა: მამამისი, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულია და უსახლკაროა, მის ფიქრებს არ ასვენებდა. მამის დღეს, როდესაც ის სამუშაოდ მიემგზავრებოდა, მამის მდგომარეობაზე ფიქრმა აიძულა აეროპორტში ალკოჰოლი მიეღო, რამაც საბოლოოდ ინციდენტამდე მიიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ჯონსმა და სხვა ყოფილმა მებრძოლებმა (მათ შორის მეტ ბრაუნმა) პორიეს მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და მას საკუთარი თავის პატიებისა და წინსვლისკენ მოუწოდეს, დასტინი აცხადებს, რომ მომხდარს არ ამართლებს:
მე არ მინდა რაიმეს გადავაბრალო ჩემი ქმედებები... მე ეს გავაკეთე და ეს ყველაფერი ჩემზეა.
ამჟამად მებრძოლი სოციალური ქსელებისგან დისტანცირებულია და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებულია.