UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკლ ბისპინგმა, რომელიც ამჟამად კომენტატორი და ანალიტიკოსია, მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და მას სპორტისადმი უპატივცემულობაში დასდო ბრალი.
"მისი შემდეგი მეტოქე პიოტრ იანია და ეს უდავოდ ძალიან რთული ბრძოლა იქნება. თუმცა, ვიტყოდი, რომ მერაბი თავისი თავის მთავარი მეტოქე შეიძლება თავადვე იყოს, რადგან რამდენიმე თვეში ერთხელ იბრძვის.
მუდმივად საწვრთნელ შეკრებებზეა. მისი სტილი და ის ფაქტი, რომ მუდმივად გადაწყვეტილებების შეცვლა და კონკრეტული რაღაცისთვის მომზადება უწევს, გადაღლასა და გადაწვას გამოიწვევს. ასეთ რეჟიმში ცხოვრება სპორტის კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. ეს სპორტის უპატივცემულობაა", - განაცხადა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა.
მაიკლ ბისპინგი UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონი ერთხელ, 2019 წელს გახდა. იმავე წელს ის UFC-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს.