სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, თავისუფალ ჭიდაობაში, მერაბ სულეიმანაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
97 კგ. წონითი კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლა ქართველმა სპორტსმენმა იაპონელ არაშ იოშიდასთან წააგო და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მიიღო.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 10 სპორტსმენით გახლდათ წარმოდგენილი და მედლის მოპოვება მხოლოდ სულეიმანაშვილმა შეძლო.