ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის წლევანდელ გათამაშებას პირველსავე წრეში გამოეთიშა.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 შეხვედრა მოიგო, თუმცა ძირითად ბადეში კვლავ ვერ გაიმარჯვა. კვლავ, რადგან მაიამის ტურნირის ამ რაუნდში ნიკას 2019 წლის შემდეგ აღარ მოუგია.
ბასილაშვილმა, არგენტინელ მარიანო ნავონესთან (ATP-ს რეიტინგის 61-ე ნომერი), პირველი სეტი დათმო იმ ფონზე, რომ ტაიბრეიკზე 6:3 იგებდა და სამმაგი სეტ-პოინტი ჰქონდა. მეორე პარტიაში კი ნავონემ გადამწყვეტი ბრეიკი 4:3-ზე შეასრულა - 6:7; 3:6.
შედეგად, ნიკას ATP-ის ტურნირებზე ძირითადი ბადის მატჩი ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია. იგი ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 134-ე პოზიციაზეა.