ხვალიდან 22 მარტის ჩათვლით, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისი არენაზე, ჯუდოს თბილისის დიდი სლემი გაიმართება.
ტურნირის დაწყების წინ, საქართველოს ჯუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა კომენტარი გააკეთა.
"გადახალისებული შემადგენლობით ვართ წარმოდგენილი, რადგან რამდენიმე კვირაში ევროპის ჩემპიონატი იწყება და ვალდებულები ვართ, სათანადო ყურადღებითა და თადარიგით შევხვდეთ. რომ არა ეს გარემოება, ახლა სხვა ვითარება იქნებოდა.
ეს არის შანსი იმ ჯუდოკებისთვის, რომლებსაც აქვთ ან უნდა ჰქონდეთ პრეტენზია, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ. ვფიქრობ, შემადგენლობაში გვყავს ისეთი სპორტსმენები, ვისაც თავიანთი სიტყვის თქმა შეუძლიათ", - აღნიშნა გუჯეჯიანმა.
საქართველოს ნაკრების თბილისის დიდ სლემზე 42-კაციანი გუნდით იასპარეზებს. სულ ტურნირში 24 ქვეყნის 172 ჯუდოკა მონაწილეობს.
Adjarabet Arena გათამაშებაზე აკრედიტებულია და მიმდინარე მოვლენებს ოპერატიულად, თბილისი არენადან მოგაწვდით.
ასევე: 42 ქართველი ჯუდოკა - ხვალიდან თბილისის დიდი სლემი იწყება