VIDEO: მამუს სოლიდური პერფორმანსი - ტორონტომ ჩიკაგოს სტუმრად მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა ჩიკაგო ბულსი სტუმრად 30-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 139:109.
ქულების მხრივ, რეპტორსის მხრიდან არ ჯეი ბერეტი (23) გამოირჩა, სკოტი ბერნსს, ჯეი კობ უოლტერსა და ბრენდონ ინგრემს კი 18-18 ქულა ჰქონდათ, მათ შემდეგ 17-17 ქულა მიითვალეს სანდრო მამუკელაშვილმა და ჯეიკობ პიოლტლმა.
მამუმ პარკეტზე 22:10 წუთი გაატარა 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. საერთო ჯამში, 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი მიითვალა. ასევე, 1 ჩაჭრა და 2 დაკარგვაც ჰქონდა.
კანადელებმა ზედიზედ მე-3 თამაში მოიგეს, 68 შეხვედრაში 39 გამარჯვება მოაგროვეს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზე აინაცვლეს.
სანდროს გუნდი მომდევნო თამაშს, 21 მარტის 05:00 საათზე, დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილოსან დენვერ ნაგეთსთან სტუმრად ჩაატარებს.