ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში 2 სეტში გაიმარჯვა და ძირითად ბადეში გავიდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელ შო შიმაბუკუროს 6:2; 6:1 აჯობა. იქამდე კი ამერიკელი პატრიკ კიპსონი ასევე 2-სეტიან შეხვედრაში დაამარცხა.
შედეგად, ბასილაშვილი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს და მისი პირველი მეტოქე არგენტინელი მარიანო ნავონე იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში ამჟამად 61-ე ადგილს იკავებს - ნიკა 134-ეა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს, ATP-ის ეგიდით, ძირითადი ბადის მატჩი ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია, უშუალოდ მაიამის მასტერსის ძირითად გათამაშებაში კი - 2019 წლის შემდეგ.