სერბეთის ქალაქ ჟრეიანინში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, გიორგი კოჩალიძემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
60 კგ. წონით კატეგორიაში, უკრაინელ იევგენ პოკოვბასა და აზერბაიჯანელ აიხან ჯავადოვს აჯობა. ფინალური ბრძოლა კი სომეხ სურენ აღაჯანიანთან 0:9 წააგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირზე მე-4 მედალია - თორნიკე მიქელაძემ (82 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო კობა ქარუმიძემ (55 კგ.) და თემურ ორჯონიკიძემ (77 კგ.) - ბრინჯაოს.