სერბეთის ქალაქ ჟრეიანინში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, თორნიკე მიქელაძემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
82 კგ. წონით კატეგორიაში, მიქელაძემ ფინალამდე ნორვეგიელ, ფინელ და რუს სპორტსმენებს აჯობა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ელმინ ალიევთან 2:3 დამარცხდა, ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მიიღო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ჩვენი ნაკრებისთვის ტურნირზე მე-3 მედალია - კობა ქარუმიძემ (55 კგ.) და თემურ ორჯონიკიძემ (77 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.