სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ დეტროიტ პისტონსს 11-ქულიანი სხვაობით მოუგო - 119:108.
კანადელთა მხრიდან ქულებით ბრენდონ ინგრამი (34 ქულა, 1 მოხსნა) და არ ჯეი ბერეტი (27 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი) გამოირჩნენ, აი ჯეიკობ პიოლტლს სოლიდური ორმაგი დუბლი ჰქონდა - 21 ქულა, 18 მოხსნა, 5 ასისტი, ხოლო სკოტი ბერნსს საერთოდ სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - 14 ქულა, 10 მოხსნა, 8 ასისტი.
რაც შეეხება მამუს, მან პარკეტზე 14:52 წუთი გაატარა - 8 ქულა, 5 მოხსნა. 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
67 მატჩის შემდეგ, რეპტორსს 38 მოგება და 29 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზე იმყოფება.
დარკო რაიაკოვიჩის გუნდი მომდევნო თამაშს, 19 მარტის 04:00 საათზე, ჩიკაგო ბულზთან სტუმრად გამართავს.