VIDEO: დუბლი შეასრულა - კიტეიშვილი ბომბარდირია, შტურმი ჩემპიონატის ლიდერი
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 გოლი მოაგროვა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
ჩემპიონატის 23-ე ტურში, შტურმმა ვენის აუსტრიას სტუმრად 5:2 მოუგო, კიტეიშვილმა კი ჯერ საკუთარი გუნდი დააწინაურა, შემდეგ კი სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა.
ქართველმა ნახევარმცველმა ჩემპიონატში თავისი კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - მას 12 გოლზე მეტი სეზონში არასდროს გაუტანია.
რაც შეეხება წლევანდელი სეზონის ბომბარდირთა დავას, კიტეიშვილი უახლოეს მდევარ ელიას ჰაველს 2 გოლით უსწრებს.
23 ტურის შემდეგ, გრაცულ გუნდს საჩემპიონო ჯგუფში 22 ქულა აქვს, ლიდერია და მე-2 ადგილოსან ლასკ-თან 3-ქულიან დისტანციაშია. 20 მარტს, ზალცბურგს უმასპინძლებენ.