მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, ჯონ ვუდი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე უმარ ნურმაგომედოვი მერაბთან რემატჩს არ იმსახურებს.
საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა დვალიშვილს სწორედ უმარის წინააღმდეგ, 2025 წლის იანვარში ჰქონდა. შონ ო'მალისთან 8 ივნისს მოგებული ბრძოლის შემდეგ, UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა, ნურმაგომედოვთან რემატჩზე დაიწყო საუბარი.
„დანა უაითმა უმარ ნურმაგომედოვზე ილაპარაკა? ის ჩემპიონი არ ყოფილა. ამიტომ, კიდევ ერთი-ორი ბრძოლის მოგება სჭირდება, რათა პრეტენდენტებს შორის დაბრუნდეს." - აღნიშნა ჯონ ვუდმა.
ფოტოისტორია: მერაბი, ნინა და ჯონ ვუდი საქართველოში - დღე I