ილია თოფურიას თქმით, მას ბრიტანელ პედი პიმბლეტთან სურს დაპირისპირება.
მათ შორის კონფლიქტი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა პიმბლეტმა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომზე დასცინა.
„პედი პიმბლეტი ფარისეველია. ერთხელ მითხრა, რომ ის მთავარ ქარდზე იჩხუბებს ხოლმე, მე კი პრელიმებს ვერ გავცდები. ახლა მე ორი ქამარი მაქვს და მან რას მიაღწია? იმსახურებს ის ჩემთან დაპირისპირებას?
შემდეგი მეტოქის არჩევა რომ შემეძლოს, პიმბლეტთან ვიჩხუბებდი, ის უბრალოდ მეზიზღება. მაღიზიანებს - ნამდვილი უკანალის ხიჭვია. გულშემატკივრებს ამ ბრძოლას დიდი სიამოვნებით ვაჩუქებდი." - აღნიშნა თოფურიამ.
29 ივნისის დილას თოფურია ოლივეირას მსუბუქი ქამრის ჩემპიონობისთვის შეებრძოლება.
თოფურია: "ოლივეირას იდეალური სტილი აქვს იმისთვის, რომ პირველივე რაუნდში დავაძინო"