ილია თოფურიას თქმით, ჩარლზ ოლივეირა მისთვის იდეალური სტილის მებრძოლია.
თოფურია და ოლივეირა ერთმანეთს UFC-ს მსუბუქი წონის ქამრისთვის 28 ივნისს, UFC 317-ზე დაუპირისპირდებიან.
„ჩარლზი დიდებული მებრძოლია. მე ვიტყოდი, რომ ლეგენდარულიც კი, როგორიც დღეს UFC-ში ძალიან ცოტაა.
თუმცა, სიმართლე ის არის, რომ მისი სტილი იდეალურია იმისთვის, რომ პირველივე რაუნდში დავაძინო.
მას მოქნილობა არ აქვს, ის არ მოძრაობს." - აღნიშნა ქართველმა მებრძოლმა.
ოლივეირა: "რა თქმა უნდა, თოფურიაზე ძლიერი დარტყმა მაქვს"