მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტრენტ ალექსანდრ არნოლდს ლივერპულისთვის რეალში გადასვლის სურვილი არ გამოუთქვამს.
გუშინ Marca წერდა, რომ ინგლისელებთან ახალ კონტრაქტზე მორიგი მოლაპარაკებებისას, მარჯვენა მცველმა უფასოდ რეალში წასვლის სურვილი გამოთქვა.
თუმცა, Liverpool Echo-ს ინფორმაციით, ამჟამად მხარეებს შორის მსგავსი საუბარი არ შემდგარა და ფეხბურთელის მომავალი ჯერაც გაურკვეველი რჩება.
თავად არნოლდმა არაერთხელ დასძინა, რომ ლივერპულის პატივისცემის გამო, საჯაროდ თავის მომავალზე არასდროს არ ილაპარაკებს და ამ სეზონს აუცილებლად წითლების შემადგენლობაში დაასრულებს.
Marca-ს სტატიამდე ერთი დღით ადრე, The Telegraph წერდა, ლივერპული ტრენტის, მო სალაჰის და ვან დაიკის მომავლის საკითხში სიმშვიდეს ინარჩუნებს, რადგან სამივე ფეხბურთელი მოლაპარაკებებს აგრძელებს და კლუბის ერთგულებას ინარჩუნებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები