-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური გამოცემა MARCA-ს დაჯილდოების შემდეგ ლეო მესის რამდენიმე კითხვა დაუსვეს.
"2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში? ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ახლა ვცდილობ, რომ ყოველდღიურობით ვიცხოვრო. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, როცა დრო მოვა, ვნახავთ. არ მინდა, რამის თქმა, მე ყველაფრისგან სიამოვნებას ვიღებ ყოველდღიურად.
რა დარჩა ჩემთვის ფეხბურთში? მადლობა ღმერთს, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ოცნებას მივაღწიე. ჩემი უდიდესი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იყო. მე ყველაფერი მოვიგე ჩემი ცხოვრების კლუბ ბარსაში, ასევე მოვიგე ტიტულები პსჟ-ში, მეტს ვერაფერს მოვითხოვ.
დასასრული ახლოსაა და ყველა მომენტისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ. არგენტინა და ბარსელონა ჩემი სახლია. დღესაც ისეთ ადგილას ვარ, სადაც თავის ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, ეს ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია." - უთხრა მესიმ MARCA-ს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები