ინტერ მაიამიმ ორლანდო სიტისთან 3-0 უპირატესობა ხელიდან გაუშვა და 3-4 დამარცხდა.
ლიონელ მესიმ გუნდის საშინელი თამაში მიუღებლად შეაფასა. მოქმედმა ჩემპიონმა ახალ სტადიონზე ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო.
ფლორიდული დერბის კატასტროფა
მესის გოლის შემდეგ ინტერ მაიამი 3-0 იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მარტინ ოხედამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო 93-ე წუთზე ტაირის სპაისერმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ჩემპიონები საკუთარ მოედანზე უმწეოდ დატოვა.
კაპიტნის რისხვა
მატჩის შემდეგ გასახდელში მძიმე საუბარი შედგა. მცველმა იან ფრეიმ დაადასტურა, რომ მესიმ გუნდს მკაცრი გაფრთხილება მისცა:
ჩვენმა კაპიტანმა ისაუბრა. მან თქვა, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია. ჩვენ ყველანი დავეთანხმეთ – ეს მართლაც მიუღებელია და მეორედ აღარ განმეორდება
გუნდის კიდევ ერთმა მოთამაშემ, ნოა ალენმა აღიარა, რომ მესამე გოლის შემდეგ გუნდის მენტალიტეტი კატასტროფულად შეიცვალა. ინტერ მაიამი ამჟამად აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა და 9 მაისს ტორონტოსთან გასვლით მატჩში საკუთარი ხასიათის ჩვენება მოუწევს.