პედრიმ ბარსელონას შემადგენლობაში ლიონელ მესის მიღწევა გააუმჯობესა და კლუბის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა.
ჰანსი ფლიკის ბარსელონაში არიან ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის ხერხემალს წარმოადგენენ და მათი სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა ეჭვგარეშეა. მიუხედავად იმისა, რომ ლამინ იამალი, პაუ კუბარსი, ჟოან გარსია და რაფინია გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები არიან, პედრი გონსალესი მაინც მათზე წინ დგას, როგორც კოლექტივის მთავარი საყრდენი.
ოსასუნასთან მატჩში პედრიმ ბარსელონას მაისურით მე-200 შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან. ამ მაჩვენებლით ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია.
აქამდე რეკორდი ლიონელ მესის ეკუთვნოდა, რომელმაც მე-200 მატჩი სასტარტოში 23 წლისა და 227 დღის ასაკში ჩაატარა. პედრიმ კი ეს შედეგი 23 წლისა და 159 დღის ასაკში გააუმჯობესა. მანამდე რეკორდსმენი ჩავი ერნანდესი იყო (24 წლისა და 44 დღის ასაკში).
მიუხედავად იმისა, რომ პედრი ახლა რეკორდის ერთპიროვნული მფლობელია, მომავალში მის შედეგს საფრთხე შესაძლოა ლამინ იამალმა ან პაუ კუბარსიმ შეუქმნან, რომლებიც ჯერ კიდევ თინეიჯერები არიან და უკვე გუნდის შეუცვლელ წევრებად ითვლებიან.