VIDEO: მესის 906-ე გოლი - ინტერ მაიამიმ 3:0-დან წააგო
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის მორიგ მატჩში ინტერ მაიამი ორლანდო სიტის დაუპირისპირდა და უხვგოლიანი შეხვედრა გამართა.
34-ე წუთზე ინტერი უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდა, გამორჩეული პირველი ტაიმი ჰქონდა ლიონელ მესისაც.
არგენტინელმა 25-ე წუთზე ჯერ საგოლე გადაცემა მიითვალა, რომელიც გოლად ტელასკო სეგოვიამ აქვცია, 34-ე წუთზე კი 3:0 ანგარიში ეფექტური დარტყმით თავად აქცია და კარიერაში 906-ე გოლი გაიტანა.
თუმცა კომფორტული უპირატესობა ინტერ მაიამიმ მატჩის ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და 3-4 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან თამაშის გმირი არგენტინელი მარტინ ოხედა გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
MLS-ში ჩატარებული 11 მატჩის შემდეგ ინტერ მაიამის 19 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, ლიონელ მესის კი ამ სეზონში უკვე 8 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირებს 2 გოლით ჩამორჩება.