Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟოზე მოურინიო ლეო მესისთან მუშაობას ისურვებდა.
პორტუგალიელ მწვრთნელს ჰკითხეს, რომელ ფეხბურთელთან მუშაობას ისურვებდა იმათგან, ვისთანაც ჯერ არ უმუშავია.
„მაგალითად, მესი არ გამიწვრთნია, მაგრამ არავის არ შეუძლია ლეოს გაწვრთნა. აბსურდულია ფიქრი, რომ შეგიძლია მას უმწვრთნელო, იმიტომ რომ ის ამ ყველაფერში დაიბადა და ყველაფერი თავადაც იცის.
შენ მხოლოდ შეგიძლია იმის თქმა, რომ გქონდა ფუფუნება, შემადგენლობაში მესი გყოლოდა.
რომ არ გავცდე რომას თემას, ვისურვებდი დანიელე დე როსის ყოლას ინტერსა და რეალში, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ასევე, ტოტი მინდოდა ინტერში, მიუხედავად მისი ასაკისა, მაგრამ ესეც შეუძლებელი გამოვიდა.
ეს არიან ფეხბურთელები, რომელთა ხილვასაც ჩემს გუნდში ვისურვებდი.“ - აღნიშნა მოურინიომ.
კომენტარები
10 დღის წინ
15 დღის წინ
9 დღის წინ