ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში კამპ ნოუზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და თან პატარა წერილიც დაურთო.
"გუშინ ღამით დავბრუნდი იმ ადგილას, რომელიც სულით მენატრება. ადგილას, სადაც უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, სადაც თქვენ გამხადეთ ათასჯერ უფრო ბედნიერი ადამიანი მსოფლიოში.
იმედი მაქვს, ოდესმე ისევ შევძლებ დაბრუნებას და არა მხოლოდ იმისთვის, რომ აქაურობას დავემშვიდობო, როგორც მოთამაშე, რაც მაშინ ვერ მოვახერხე..." - წერს მესი.


