VIDEO: ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქი - ბარსამ სელტა უხვგოლიან მატჩში დაამარცხა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-12 ტურში, ბარსელონამ სელტას ვიგოში 4:2 მოუგო და ლიდერ რეალ მადრიდთან სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
37 წლისა და 80 დღის ასაკში, პოლონელი 21-ე საუკუნეში მე-3 ყველაზე ასაკოვანია, ვინც ლა ლიგაში ჰეთ-თრიქი მიითვალა - ხოაკინ სანჩესისა (38 წელი და 140 დღე) და ხორხე მოლინას (39 წელი და 241 დღე) შემდეგ.
ბარსას ცენტრფორვარდმა მიმდინარე ჩემპიონატში 7 გოლი მოაგროვა და ბომბარდირთა დავაში ხულიან ალვარესს გაუთანაბრდა - წინ 13-გოლიანი კილიან მბაპეა.
ლევანდოვსკის გარდა, კატალონიელთაგან გოლი ლამინ იამალმა შეაგდო. თინეიჯერ ვარსკვლავს, ყველა ტურნირის ეგიდით, ბოლო 6 მატჩში 7 საგოლე მოქმედება აქვს - 4 გოლი და 3 ასისტი.
საინტერესოა ისიც, რომ ბარსელონამ გოლი ზედიზედ მე-10 მატჩში გაუშვა (ჯამში 18 გოლი), რაც გუნდისთვის ბოლო 12 წელში ყველაზე ცუდი სერიაა - 2013 წლის მარტში 13 შეხვედრაში გაუშვეს (ჯამში 21 გოლი).
ბარსას 28 ქულა აქვს, რეალს - 31. ფლიკის გუნდი მომდევნო ტურში, 22 ნოემბერს, უკვე კამპ ნოუზე დაბრუნდება და ბილბაოს ატლეტიკს იქ უმასპინძლებს.