ინტერ მაიამის თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ლიგის თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი გუნდი მექსიკურ ლეონთან 2:3 დამარცხდა.
39 წლის არგენტინელი გუნდს დაუბრუნდა და მოედანზე მამის გარდაცვალების შემდეგ პირველად გამოვიდა.
ლეომ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, თუმცა მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისშივე შევიდა.
მეორე ტაიმში მესიმ კარში 3-ჯერ დარტყმა შეძლო, გააკეთა 24 გადაცემა (80%-იანი სიზუსტით), ჩააწოდა 5 კუთხური და 4 საკვანძო პასი შეასრულა.
ამ მატჩში გამოჩენით მცდარი აღმოჩნდა ლეო მესიზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის მამის გარდაცვალების გამო საკლუბო კარიერაში პაუზის აღებას გეგმავდა.