მადრიდის რეალის რადარებიდან არ ქრება მილანის თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე სამწვრთნელო სკამის ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად განიხილება.
როგორც Corriere dello Sport იუწყება, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ესპანური გრანდი იტალიელი ტაქტიკოსით ინტერესდება. ალეგრი სამეფო კლუბს ორჯერ, 2019 და 2021 წლებშიც დაუკავშირდა, თუმცა მაშინ შეთანხმება ბოლო მომენტში ჩაიშალა.
ამჟამად ალეგრი მილანში თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა მისი მომავალი სეზონის ბოლოს დაგეგმილ შეფასებაზეა დამოკიდებული.
მწვრთნელს მუშაობის გაგრძელება და შემადგენლობის გაძლიერება სურს, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა კლუბის ხელმძღვანელობაზეა. სწორედ მილანის იერარქიის ხედვა განსაზღვრავს, დარჩება ალეგრი სან სიროზე თუ საბოლოოდ გადაბარგდება მადრიდში.