კილიან მბაპეს ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე მადრიდის რეალი ვარაუდობდა.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ოფიციალური განცხადებით ფრანგს მუხლის იოგების დაჭიმულობა აქვს და მოედანზე 3 კვირაში უნდა დაბრუნდეს, ფეხბურთელის გარემოცვა ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს.
Cadena SER-ის ინფორმაციით, რეალი დარწმუნებულია, რომ მბაპე 17 მარტს, მანჩესტერ სიტისთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში თამაშს შეძლებს. თუმცა, ფეხბურთელის ახლობლები ამ გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათი მთავარი არგუმენტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატია, რომლის დაწყებამდეც სულ რაღაც 100 დღე რჩება.
ჟურნალისტ ანტონ მეანას თქმით, მბაპეს მარცხენა მუხლის უკანა ჯვარედინი იოგი კრიტიკულ მდგომარეობაშია:
„ამას დაჭიმულობას მხოლოდ იმიტომ ვუწოდებთ, რომ სამედიცინო დასკვნაში ასე წერია, თუმცა ტრავმა რეალურად ძალიან სერიოზულია. მას მუნდიალამდე დარჩენილი 100-ვე დღე სჭირდება, რათა ტურნირს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
სიტისთან თამაში დიდი რისკია და მბაპე ამ რისკზე წასვლას არ აპირებს“, — აღნიშნავს მეანა.
ამგვარად, მბაპეს გარემოცვა არ ეთანხმება რეალის მიერ შედგენილ აღდგენით გრაფიკს, რაც კლუბსა და ფეხბურთელს შორის შესაძლო დაპირისპირების მიზეზი გახდეს.