3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში ლიონმა საკუთარ მოედანზე ნანტი მიიღო. შეხვედრა სათადარიგო სკამზე დაიწყო გიორგი მიქაუტაძემ.
მატჩში ანგარიში 22-ე წუთზე ნიკოლას ტალიაფიკომ საიდ ბენრაჰმას პასით გახსნა და ლიონმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო.
ოლიმპიკმა მეორე ტაიმში უპირატესობა გაზარდა. 54-ე წუთზე ნიკოლა პალოამ ავტოგოლი მიითვალა.
გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 83-ე წუთზე გამოვიდა. ქართველმა ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვალა. მიქაუტაძემ 11 წუთი ითამაშა და კარში 2-ჯერ ზუსტად დარტყმაც მოასწრო, თუმცა სადებიუტო გოლის გატანა ვერ მოახერხა.
ლიონი ლიგა 1-ში ჩატარებული 7 მატჩის შემდეგ 10 ქულით მე-7 ადგილზეა.
პარალელურად იტალიის სერია ა-ში ემპოლი სტადიო ოლიმპიკოზე ლაციოს ეწვია. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საბა გოგლიჩიძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა.
ანგარიში მე-9 წუთზე ემპოლიმ გახსნა. გოლი სებასტიანო ესპოსიტომ გაიტანა. სტუმრები პირველი ტაიმის მოგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა 49-ე წუთზე მატია ძაკანიმ ანგარიში გაათანაბრა და ტაიმი ფრედ დასრულდა.
51-ე წუთზე ემპოლის კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ვალენტინ კასტელანოსმა შანსი ვერ გამოიყენა. 84-ე წუთზე ლაციომ გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხა, 3 ქულის მომტანი გოლი პედრომ მიითვალა, კასტელანოსი კი საგოლე გადაცემით გამოირჩა.
საბა გოგლიჩის ემპოლიმ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი წააგო, გუნდი 7 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-9 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები