იბერია 1999-მა სებასტიან ფიგუერედოს ტრანსფერი დაადასტურა.
24 წლის მარჯვენა მცველი ქართულ კლუბს ესპანური ლეგანესიდან 1-წლიანი იჯარის წესით შეუერთდა. სებასტიანი მანამდე მშობლიური უონდერერსის ღირსებას იცავდა.
ფიგუერედო ასევე ურუგვაის 23-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო.
Geo Team-ის ინფორმაციით, იბერია 1999 ახალწვეულის განაცხადში შეყვანას ლარნეს წინააღმდეგ საპასუხო მატჩისთვის შეძლებს.
როგორც წყაროსთვის ცნობილია, კლუბი ცენტრალური მცველის და ცენტრალური თავდამსხმელის დამატებაზეც მუშაობს.
ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩრდილო ირლანდიური ლარნეს წინააღმდეგ სტუმრად 4 აგვისტოს გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი 11 აგვისტოს თბილისში გაიმართება.