იბერია 1999-მა განცხადება გაავრცელა და ქართულ კლუბებს მადლობა გადაუხადა.
,,საფეხბურთო კლუბი „იბერია 1999“ გულწრფელ მადლობას უხდის ყველა იმ კლუბსა და ორგანიზაციას, რომლებიც უეფას საკლუბო ტურნირის მატჩების პერიოდში გვერდში დაგვიდგნენ.
მადლობას ვუხდით საფეხბურთო კლუბ „მარგვეთი 2006-ს“, რომელმაც ჩვენი თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს თასის შეხვედრა ზესტაფონიდან თბილისში გადმოიტანა.
ასევე, მადლობას ვუხდით საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ხვალინდელი სათასო მატჩის გადადებისთვის და საფეხბურთო კლუბ „დილას“ 8 აგვისტოს ეროვნული ლიგის შეხვედრის გადატანისთვის.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის." - წერია განცხადებაში.
საქართველოს ჩემპიონი ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 4 აგვისტოს ჩრდილო ირლანდიურ ლარნესთან სტუმრად გამართავს.