დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასზე 1/16 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.
მთავარი სენსაცია დაფიქსირდა ლანჩხუთში, სადაც მე-3 ლიგელმა გურიამ დინამო თბილისი 1:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მომდევნო რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვეს იბერია 1999-მა, დილა გორმა, ტორპედო ქუთაისმა, სამგურალმა, რუსთავმა და სხვა გამოკვეთილმა ფავორიტებმა. 1/8 ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
სამტრედია V იბერია 1999;
ტორპედო ქუთაისი V ოდიში ზუგდიდი 1919;
სამგურალი წყალტუბო V მეშახტე ტყიბული;
რუსთავი V სპაერი თბილისი;
გურია ლანჩხუთი V არაგვი დუშეთი;
გორი V დილა გორი;
დინამო ბათუმი V თელავი.
გარეჯი საგარეჯოს მეტოქე კი დღეს გაირკვევა - მე-4 ლიგის წარმომადგენელი სამცხე გაგრას მასპინძლობს.
დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩები 1-2 აგვისტოს გაიმართება.
VIDEO: სენსაცია ლანჩხუთში - მე-3 ლიგელმა გურიამ დინამო თასიდან გამოთიშა